მარკოიშვილის 5 ქულა 7 წუთში

მარკოიშვილის 5 ქულა 7 წუთში

მანუჩარ მაროიშვილის ცსკა-მ ევროლიგაში განცილი პირველი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და  მეორე ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში მოიგო. მოსკოველებმა იტალიურ „ემპორიო არმანის“ უმასპინძლეს და იოლად – 97:75 დაამარცხეს.
მანკოიშვილს ბევრი არ უთამაშა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა და თავი 5 ქულას , 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ქართველმა ლეგიონერმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
18 ქულით და 7 პასით არმიელთაგან საუკეთესო ფრანგი ნანდო დე კოლო გახდა.19 ქულა და 6 პასი სერბი მილოშ თეოდოსიჩის ანგარიშზე. რაც სეეხებათ მილანელებს, მათ მარსონ ბრუკსმა 24 ქულით ულიდერა.
6 მოგებით და 1 მარცხით ცსკა F ჯგუფში I-II ადგილებს „ოლიმპიაკოსთან“ იყოფს. მომდევნო მატჩი მოსკოვურ გრანდს 27 თებერვალს, შინ „ფენერბაჰჩესთან“ ელის.