მარკოიშვილის 6 ქულა სტამბოლურ დერბიში და შეხვედრა რიკი ჰიკმანთან

მარკოიშვილის 6 ქულა სტამბოლურ დერბიში და შეხვედრა რიკი ჰიკმანთან

ევროლიგაში სტამპოლური დერბი შედგა, რომლის ორივე მხარეს ქართული პასპორტის მქონე კალათურთელები თამაშობდნენ. სტუმრის სტატუსის მქონე „დარუშაფაკას“ ღირსებას მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა, მასპინძელ „ფენერბაჰჩეს“ რიგებში კი საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ჩვენი ნაკრების ყოფილი ამერიკელი წევრი რიკი ჰიკმანი თმაშობდა.

შეხვედრა ფავორიტად მიჩნეულმა „ფენერბაჰჩემ“ მიითვალა, რომელიც ერთი მარცხით ჯგუფის ლიდერია. „დარუშაფაკას“ კი 11 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოგება აქვს და პლეი ოფი გამსვლელ ოთხეულში მოხვედრის მხოლოდ თორიული შანსი დარჩა. მე-4 ადგილზე მყოფ „ცრვენა ზვეზდას“ 6 მოგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ სამ ტურში ბელგრადელებმა ყველა მატჩი უნდა წააგონ, „დარუაკამ“ კი – მოიგოს, რაც სენსაციის ტოლფასი იქნება.
რაც შეეხება სტამბოლურ დერბის, მატჩის ბედი ბოლო პერიოდიში გადაწყდა. თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 77:69. მარკოიშვილმა მოედანზე 20:27 წუთი დაჰყო და 6 ქულა და 2 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. “ფენერბაჰჩეში”  ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი რიკი ჰიკმანი იყო, რომელმაც 16:34 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო ტურში, 24 მარტს “დარუშაფაკა” “პანათინაიკოსს” უმასპინძლებს.