მარკოიშვილის 7 ქულა და გალათასარაის მარცხი ოლიმპიაკოსთან

მარკოიშვილის 7 ქულა და გალათასარაის მარცხი ოლიმპიაკოსთან

ევროლიგის მეორე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” პირველი მარცხი განიცადა. წინა კვირაში იტალიაში “სიენას” ძლევის შემდეგ სტამბოლელებმა ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლეს და 67:78 წააგეს.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:47 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
“გალათასარაიში” 22 ქულით საუკეთესო ნეით ჯავაი გახდა, რომელმაც 8-დან 7 ორქულიანი და  11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს ვასილის სპანულისმა 18 ქულით ულიდერა. მორიგ მატჩს მარკოიშვილის გუნდი 31 ოქტომბერს ესპანეთში, მალაგის “უნიკახასთან” გამართავს.