მარკოიშვილის 7 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება სარატოვში

მარკოიშვილის 7 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება სარატოვში

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, სარატოვში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. არმიელები „ავტოდორს“ ესტუმრნენ და ზედმეტი გართულებების გარეშე – 91:79 დაამარცხეს.
ქართველი მსროლელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მარკოიშვილმა 16:32 წუთი ითამაშა და თავი 7 ქულას, 2 მოხსნას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. მანუჩარმა  1 ჯარიმა მიიღო და მეტოქემაც ამდენჯერვე დაარღვია მის წინააღმდეგ წესი.
 ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. საუკეთესო შედეგი არმიელთა სერბმა გენიოსმა, მილოშ თეოდოსიჩმა დააფიქსირა, რომელმაც ცსკა-ს 24 ქულა შესძინა.
14 მოგებითა და 1 მარცხით ცსკა ვითიბი ლიგის ლიდერია. მომდევნო მატჩი მოსკოველებს 18 იანვარს ფინეთში, „ბაიზონსთან“ ელით.