მარკოიშვილის 8 ქულა აველინოსთან წარმატებულ მატჩში

მარკოიშვილის 8 ქულა აველინოსთან წარმატებულ მატჩში

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა. კანტუელებმა „აველინოს“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად – 79:67 დაამარცხეს. 6 ტურის შემდეგ მარკოიშვილის გუნდს 4 გამარჯვება აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 4–დან 2 სამქულიანი და 5–დან 1 ორიანი ჩააგდო. კანტუელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ტაიუს ალექსი გახდა, 16 ქულა დააგროვა ფინელმა მაარტენ ლუნენმა.
მომდევნო ტურში კანტუელები კვლავ შინ ითამაშებენ. მარკოიშვილის გუნდის მეტოქე „ვანოლი“ იქნება. დღეს მე–6 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება. ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ მილანის „ემპორიო არმანის“ უმასპინძლებს.

მარკოიშვილი “აველინოსთან” მატჩში