მარკოიშვილის 8 ქულა და სტუმრად დამარცხებული მოქმედი ჩემპიონი

მარკოიშვილის 8 ქულა და სტუმრად დამარცხებული მოქმედი ჩემპიონი

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ თურქეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ქართველი უკანახაზელის გუნდი სტუმრად თურქეთის მოქმედ ჩემპიონ „პინარ ქარშიაქას“ შეხვდა და ორთაბრძოლა დაძაბულ დაპირისპირებაში – 74:73 მოუგო.
მარკოიშვილმა თურქეთის პირველობის წინა მატჩი გამოტოვა, თუმცა დღეევანდელ პრინციპულ დაპირისპირებაში მოედანზე იყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა უკანახაზელმა 27:42 წუთი ითამაშა და 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამიანი ჩააგდო. მანუჩარმა ფარზე კარგად იმუშავა და მოპოვებულ 8 ქულას 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. „დარუშაფაკას“ 21 ქულით იამონდ ლუკასმა ულიდერა, სკოტ უილბეკინმა კი გამარჯვებულებს 15 ქულა შემატა.
„დარუშაფაკას“ 6 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 20 დეკემბერს შინ „ბეშიქთაშთან“ ელის.