მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი მოიგო. ქართველი ლეგიონერის გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და ამ გზაზე გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვება მნიშველოვანი იყო. რეჯიოემილიელებმა ერთ-ერთი კონკურენტი “პისტოია” სტუმრად – 78:74 დაამარცხა.
მეოთხე პერიოდის წინ “პისტოია” 8 ქულს სხვაობით იგებდა (66:58). ბოლო რაუნდში ანგარიში მანუმ გახსნა, ხოლო საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე მისი სამქულიანით “რეჯო ემილია” ანგარიშში დაწინაურდა – 67:66.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა ემილიელების შეჩერება ვეღარ მოახერხეს და ეს იყო მარკოიშვილის გუნდის მეათე გამარჯვება სერია A-ში (11 წაგება აქვს). იგი საპლეიოფო ზონის გუნდებს ერთი მოგებითღა ჩამორჩება. იტალიის პირველობის დასრულებამდე 8 ტურია. ასე რომ, “რეჯო ემილიას”, თუ ასე განაგრძო, თავისუფლად შეუძლია საპლეიოფო რვაეულში მოხვედრა.
ახლა მანუჩარ მარკოიშვილის მონაგარზე დუდა სანაძის ყოფილ კლუბ “პისტოიასთან”: 25 წუთი, 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი), 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. მატჩის ბომბარდირი, 17 ქულით მისი თანაგუნდელი ნიკოლო დე ვიკო გახდა.