მარკოიშვილის 9 ქულა და გამარჯვება “უნიკახასთან”

მარკოიშვილის 9 ქულა და გამარჯვება “უნიკახასთან”

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ ევროლიგის ტოპ-16-ში მეორე მატჩი მოიგო და პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა. სტამბოლური გუნდი 2 მოგებით და 6 მარცხით მე-6 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე, საპლეიოფო ზონაში მყოფ „ცრვენა ზვევდას“.
„დარუშაფაკამ“ გასულ ტურში ესპანურ „უნიკახას“ უმასპინძა და 23 ქულით – 78:55 დაამარცხა. მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 26:34 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მანუჩარმა საბოლოო ჯამში 9 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. სტამბოლელებს 21 ქულით და 8 მოხსნით ამერიკელმა ლიუკ ჰარანგოდიმ ულიდერა.
მომდევნო მატჩი „დარუშაფაკას“ 3 მარტს, ზაგრებში „ცედევიტასთან“ ელის.