მარკოიშვილის 9 ქულა და მე-2 ადგილზე აღზევებული “დარუშაფაკა”

მარკოიშვილის 9 ქულა და მე-2 ადგილზე აღზევებული “დარუშაფაკა”

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერებში გაერია. დარუშაფაკელები სტუმრად „კონიასპორს“ შეხვდნენ და 15 ქულის სხვაობით – 91:76 იძალეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:10 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ ქართველი მცველი პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა.
4 მოგებით და 2 მარცხით  “დარუშაფაკა” მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს შინ, თანაქალაქელი “გალათასარაის” წინააღმდეგ გამართავს.