მარკოიშვილის 9-ქულიანი წილი “დარუშაფაკას” 40-ქულიან გამარჯვებაში

მარკოიშვილის 9-ქულიანი წილი “დარუშაფაკას” 40-ქულიან გამარჯვებაში

სტამბოლის „დარუშაფაკამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, თურქეთის ჩემპიონატში 40-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლელებმა „უშაკს“ უმასპინძლეს და 92:52 გაანადგურეს.
მარკოიშვილს მოედანზე ყოფნამ არასრულ 18 წუთს მოუწია, რის განმავლობაშიც მან 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ სამქულიანები ესროლა და 7 ცდიდან 3 გამოიყენა. 16 ქულით ბომბარდირი სკოტი ვილბეკინი გახდა, ხოლო მილკო ბიელიცამ 13 ქულა მიითვალა. რადგანაც მეტოქემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, დარუშაფაკელთა მწვრთნელმა სათამაშო დრო გუნდის ყველა წევრზე მეტ-ნაკლებათ თანაბრად გადაანაწილა.
„დარუშაფაკა“ თურქეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა – სტამბოლელებს 11 მოგების წილ 7 მარცხი გააჩნიათ. მორიგ ტურში, 28 თებერვალს, „ქართული დერბი“ გაიმართება. მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.