მარკოიშვილის “ბკ კიევი” ბრინჯაოს სერიაში 1:2 ჩამორჩა

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევი” იუჟნიში “ხიმიკთან” მატჩში 55:71 დამარცხდა და უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის სერიაში 1:2 ჩამორჩა.
შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც კიეველებმა 11:25 დათმეს და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
მარკოიშვილმა ტრადიციულად დედაქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 38 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, მოედანი კი 5 პერსონალურის მიღების შემდეგ დატოვა.მანუჩარმა 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 7-ჯერ დაკარგა.
მე-3 ადგილისთვის სერიის მე-4 მატჩი 26 მაისს კვლავაც იუჟნიში შედგება და თუკი “ხიმიკელებმა” ისევ იმარჯვეს, “ბკ კიევი” მედლების გარეშე დარჩება.