მარკოიშვილის და ფაცაციას თანაბარი სტატისტიკა და წაგებები ვითიბი ლიგაში

მარკოიშვილის და ფაცაციას თანაბარი სტატისტიკა და წაგებები ვითიბი ლიგაში

წარუმატებელი დღე ჰქონდათ ვითიბი ლიგაში მოასპარეზე ქართველებს. გასულ ტურში ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმაც“ წააგო და მანუჩრ მარკოიშვილის ცსკა-მაც. ორივე ქართველმა 5-5 ქულა ჩააგდო და მთლიანობაშიც დაახლოებით ერთნაირი სტატისტიკა აჩვენა.
საინტერესოა, რომ ცსკა-ს ვითიბი ლიგაში აქამდე გამართულ 17 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა განცდილი. არმიელებმა კრასნოდარში, „ლოკომოტივ-ყუბანთან“ 73:81 წააგეს. მარკოიშვილის გუნდმა ამჯერად მოსკოვში უმასპინძლა ყუბანელებს და კვლავ მარცხი განიცადა – ამჯერად 2 ქულით, 76:78 წააგო.

მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 15:23 წუთით გამოჩნდა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულას მანუჩარმა 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიაბა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საუკეთესო მილოშ თეოდოსიჩი გახდა 20 ქულითა და 10 პასით, თუმცა ამით მან არმიელებს ვერ უშველა.
16 მოგებითა და 2 მარცხით ცსკა ლიგაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. 14 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილზეა ფაცაციას გუნდი. „ნიჟნი ნოვგოროდმა“ მოულოდნელი მარცხი ტალინში „კალევთან“ იწვნია. რუსული კლუბი უშანსოდ – 76:110 განადგურდა.
ფაცაცია სათადარიგო იყო და მოედანზე 22:16 წუთი გაატარა. ლევანმა 2-დან  1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩაგო. 5 ქულასთან ერთად ფაცაციამ 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა. ნოვგოროდელთაგან 19 ქულით საუკეთესო ტრეი ტომპკინსი გახლდათ.
ითიბი ლიგაში მორგიგი შეხვედრა ფაცაციას გუნდს სარატოვში, „ავტოდორთან“, 8 თებერვალს ელის.