მარკოიშვილის “დარუშაფაკას” მორიგი გამარჯვება თურქეთის ჩემპიონატში

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ თურქეთის ჩემპიონატში ისევ იმარჯვა. ამჯერად ქართველი ლეგიონერის გუნდმა თანაქალაქელ „ისთანბულს“ 73:64 სძლია და ლიდერთა შორის ადგილი გაიმაგრა.
მანუჩარმა 18 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. ზოგადად, დარუშაფაკელებმა გუნდურად ითამაშეს. 12 ქულით ბომბარდირი სკოტ უილბეკინი გახდა, ხოლო სამმა მოთამაშემ – რეჯი რედინგმა, იამონ ლუკასმა და ემირ პრელდჟიჩმა 10-10 ქულა მიითვალეს.
9 მოგებით და 4 მარცხით „დარუშაფაკა“ პირველ ადგილზეა. მორიგ ტურში, 2 იანვარს მარკოიშვილის გუნდი სტუმრად „ტრაბზონსფორს“ შეხვდება.