მარკოიშვილის “დარუშაფაკას” პირველი გამარჯვება ევროლიგის ტოპ-16-ში

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოპ-16-ის საწყის 5 მატჩში დამარცხების შემდეგ სტამბოლელებმა მორიგ ტურში სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლეს და 3 ქულით – 69:66 იმარჯვეს.
სამწუხაროდ, ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 1 ჩაჭრა მიითვალა და 2-ჯერ დაჯარიმდა. მარკოიშვილს ტრავმა არ მიუღია, მისი მოედანზე ყოფნის დრო მწვრთნელმა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრა. სტამბოლელთაგან საუკეთესო სემიჰ ერდენი გახდა 14 ქულით, ენდერ არსლანის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
1 მოგებითა და 5 მარცხით „დარუშაფაკა“ ტოპ-16-ის ერთ-ერთ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მორიგ ტურში სტამბოლელები სტუმრად „ლოკომოტივ-ყუბანს“ შეხვდებიან. მატჩი კრანსნოდარში 12 თებერვალს გაიმართება.