მარკოიშვილის “გალათასარაის” ნახევარფინალურ სერიაში გაუთანაბრდნენ

მარკოიშვილის “გალათასარაის” ნახევარფინალურ სერიაში გაუთანაბრდნენ

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” სულ ცოტა დააკლდა თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებამდე. სტამბოლურმა გუნდმა სერიის მეორე მატჩი კვლავ სტუმრად, ბალიკეშირში ჩაატარა და ამჯერად 69:67 დამარცხდა.
მარკოიშვილმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზემეტი ითამაშა. 36:39 წუთში ქართველმა უკანახაზელმა 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო.
გალათასარაის” 19 ქულით კარლოს აროიომ ულიდერა, “ბანვითის” რიგებში კი საუკეთესო ეარლ როულენდი იყო 18 ქულით და 6 პასით. 28 და 30 მაისს სტამბულელები შინ ითამაშებენ, ხოლო თუკი მე-5 შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო, მას “ბანვითი” 2 ივნისს მიიღებს.