მარკოიშვილის გარეშე “დარუშაფაკამ” ტრაბზონში წააგო

2016 წლის პირველ მატჩში არ უთამაშია მანუჩარ მარკოიშვილს. თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მისი „დარუშაფაკა“ „ტრაბზონს“ ესტუმრა, თუმცა ქართველი უკანახაზელი განაცხადში არ ყოფილა.
ანკარულმა გუნდმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 56:62 დთმო და ლიდერთა შორის პოზიცია შეუსუსტდა. 9 მოგებითა და 5 წაგებით „დარუშაფაკა“ მე-3 ადგილზეა, თუმცა დაკარგული ქულებით მას კიდევ რამდენიმე გუნდი უთანაბრდება. მომდევნო ტურში, 11 იანვარს მარკოიშვილის გუნდი „ეფესს“ უმასპინძლებს.