დაიწყო სერია A–ს პლეი ოფი, რომლის პირველ რაუნდში ერთმანეთს ქართული მოთამაშეების გუნდები – მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ და ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ ხვდებიან. წუხელ გაიმართა პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა „კანტუმ“ 75:64 დაამარცხა „კანადიან“ სოლარი“ და სერიაში 1:0 დაწნაურდა.
მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 23:10 მოიგეს და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. შეიძლება ითქვას, რომ მათ იოლად მოიგეს სერიის პირველი შეხვედრა.
ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მარკოიშვილმა მოედანზე 30 წუთი დაჰყო და თავი 9 ქულას, 6 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. მანუჩარმა უშედეგოდ ესროლა საშუალო დისტანციიდან – 7 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო. 6 შორი სროლიდან კი მან 2 გამოიყენა, ხოლო 2 ცდიდან 1 საჯარიმო ჩაგდო.
რაც შეეხება სანიკიძეს, ის მოედანზე 28 წუთს იმყოფებოდა და 3 ქულას, 7 მოხსნას და 2 პასს მოუყარა თავი. ვიქტორმა 3–დან 1 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ „კანტუს“ მოედანზე, 22 მაისს გაიმართება. ნახევარფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს.
მანუჩარ მარკოიშვილი