მარკოიშვილის პასებმა “რეჯიო ემილიას” “ბრინდისისთან” ვერ უშველა

მარკოიშვილის პასებმა “რეჯიო ემილიას” “ბრინდისისთან” ვერ უშველა

დასანანი მარცხი იწვნია ბოლო დროს  გამარჯვების გზებზე შემდგარმა “რეჯიო ემილიამ”. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა იტალიის სერია “ა”-ში “ბრინდისის” უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 73:77 დათმო.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მანუჩარმა 6 ქულა, 3 მოხსნა და თანაგუნდელთაგან უმეტესი – 5 პასი მოაგროვა, ხოლო საუკეთესო ჯულიან რაითი გახლდათ 27 ქულა – 8 მოხსნით.

“რეჯო ემილიას” 5 მოგება, 9 წაგება აქვს და მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებს იყობს ნიკა მეტრეველის ყოფილ კლუბ “ორლანდოსთან”. 14 იანვარს მანუს გუნდი ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ “ბოლონიას” ესტუმრება.