მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ში ზედიზედ მეორედ მოიგო

მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ში ზედიზედ მეორედ მოიგო

მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“ სერია „ა“ 6 წაგებით დაიწყო, თუმცა ბოლო 2 მატჩში შედეგიანად თამაშობს და ჯერ დუდა სანაძის „პისტოიას“ მოუგო, წუხელ კი „ვანოლი კრემონასთან“ მატჩშიც იმარჯვა.

ემილიელებმა მეტოქე სტუმრად – 71:68 დაამარცხეს, რაშიც ქართველ უკანახაზელს თავისი წილი მიუძღვის. მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და 6 მარცხით “რეჯიო ემილია”  მე-14 ადგილზე დამკვიდრდა, მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბერს, შინ, ერთერთ ლიდერ “ემპორიო არმანი მილანოსთან” ჩაატარებს. მანამდე კი მარკოიშვილს საქართელოს ეროვნულ ნაკრებში ელის მატჩები, რომელსაც გერმანიაში, 22 ნოემბერს შეუერთდება.