მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლში “ეფესი” დაამარცხა

მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლში “ეფესი” დაამარცხა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაში წაუგებელ სვლას აგრძელებს. მოსკოველებმა ტოპ-16-ის მე-3 ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანეს სტამბოლში, „ეფესთან“, რომელიც ბოლო წუთებზე გატეხეს და საბოლოოდ 78:69 იმარჯვეს.
სამწუხაროდ, ამ წარმატებაში ქართველი უკანახაზელის წვლილი მცირეა. მარკოიშვილმა მოედანზე 3:28 წუთი გაატარა და სტატისტიკური მაჩვენებლები, გარდა 2 ჯარიმისა, არ ჰქონია.
3-დან 3 მოგებით ცსკა F ჯგუფში პირველ ადგილზეა. 22 იანვარს მოსკოველები ესპანურ „უნიკახას“ უმასპინძლებენ.