მარკოიშვილის უქულო მატჩი და მარცხი “გალათასარაისთან”

მარკოიშვილის უქულო მატჩი და მარცხი “გალათასარაისთან”

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მარცხი განიცადა. სტამბოლურ დერბიში დარუშაფაკელებმა „გალათასარაის“ უმასპინძლეს და 7 ქულით – 76:83 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი უქულოდ დარჩა. მარკოიშვილმა მოედანზე 15:43 წუთი გააატარა, რის განმავლობაშიც 3 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა. ქართველმა ლეგიონერმა 1 პასი მიითვალა და 1-ხელ დაჯარიმდა. „დარუშაფაკაში“ 16 ქულით საუკეთესო რეჯინალდ რედინგი გახლდათ, ხოლო „გალათასარაის“ 25 ქულით ვლადიმერ მიკოვმა ულიდერა.
4 მოგებითა და 3 მარცხით „დარუშაფაკა“ მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს „ბანვითს“ დაუპირისპირდება.