მარკოიშვილმა 22 ქულა მიზანში გაარტყა

მანუჩარ მარკოიშვილმა მორიგი სიურპრიზი შესთვაზა თვის გულშემატკივრებს. უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბკ კიევმა“  მისი გახმარებით „პულსარი“ 97:78 დაამარცხა, ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე კი 22 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა დაგროვდა.
22 ქულა და მეტიც მანუჩარს ადრეც არაერთხელ ჩაუგდია, თუმცა ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მარკოიშვილმა შესაშური მიზანი გამოავლინა. მთლიანობაში მან 15–ჯერ სტყორცნა ბურთი და 14 ჩააგდო – მიზანს მხოლოდ ერთი სამქულიანი ასცდა, ისე კი 6–დან 6 ორიანი და 7–დან 7 საჯარიმო მიითვალა.
ამ გამარჯვებით კიეველებმა უკრაინის სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს. 30 დეკემბერს მარკოიშვილის გუნდს სათასო მატჩშის გამართვა „დონეცკის“ წინაათმდეგ კიევში მოუწევს.
 

მარკოიშვილი “პულსარის” ფარქვეშ შეფრინდა