მარკოიშვილმა ბოლო საკონტროლო მატჩში რეჯიოემილიელებს 6 ქულა მიაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” სერია ა-ს ახალი სეზონის სტარტამდე უკანასკნელი საკონტროლო მატჩი სერია ა2-ის წარმომადგენელ “ “იმოლასთან” გამართა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ქართველი ლეგიონერის ახალმა გუნდმა მეტოქეს 92:60 სძლია.
მარკოიშვილმა 2 სამქულიანი ჩააგდო და გუნდს 6 ქულა შეაშველა, საუკეთესო კი იტალიის ნაკრების წევრი რიკარდო ჩერვი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. “რეჯიო ემილიას” სერია ა-ს პირველი ტურის მატჩი 2 ოქტომბერს ელის, როდესაც “სიდიგას აველინოს” ესტუმრება.