მარკოიშვილმა “ეფესს” 8 ქულა ჩაუგდო და პლეი ოფში “ბანვითს” შეხვდება

დასრულდა თურქეთის უმაღლესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო, 30-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ სტუმრად თანაქალაქელ „ეფესს“ შეხვდა და 71:90 დამარცხდა.
ქართველმა უკანახაზელმა 20:55 წუთი ითამაშა და 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დარუშაფაკელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ემირ პრზდელიჩი გახდა. ეფესელთა საუკეთესო ჯეისონ გრეინჯერს 19 ქულა დაუგროვდა.
20 მოგებითა და 10 მარცხით „დარუშაფაკა“ მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში მეხუთეზე გასულ „ბანვითს“ შეხვდება. პირველ ადგილზე „ეფესი“ გავიდა, ხოლო მეორეზე – „ფენერბაჰჩე“.