მარკოიშვილმა “გალათასარაის” 7 ქულა მიაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათსარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა.სტამბოლელებმა “ოლინ ედირნეს” უმასპინძლეს და 15 ქულის სხვაობით – 93:78 იმარჯვეს.
მანუჩრმა 17:40 წუთი ითამაშა და “გალათასარაის” 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიაშველა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი 3-დან 1 სამიანი ჩააგო. 12 ქულით ბომბარდირი კარლოს აროიო გახდა.
28 მატჩიდან 18 მოგებით “გალათასარაი” მე-5 ადგილზეა. დარჩნილ 2 ტურში სტამბოლელებს მხოლოდ 1 საფეხურით ანაცვლების შანსი აქვთ, რის შემდეგაც პლეი ოფის მატჩები დაიწყება.