მარკოიშვილმა კიეველებს შანსი შეუნარჩუნა

მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“ ბეწვის ხიდზე გაიარა „ევროჩელენჯის“ თასის გათამაშებაში. უკრაინულმა გუნდმა მეოდხედფინალური სერიის პირველი მატჩი დიდი სხვაობით წააგო საფრანგეთში, „შოლესთან“, საპასუხო კიევურ მატჩსაც თავიდან უიმედოდ აგებდა, თუმცა მოახერხა თავის გადარჩენა და საბოლოოდ 77:72 გაიმარჯვა.
მესამე მეოთხედის შუაში ფრანგული კლუბი 38:56 აგებდა და ხსნა არსაიდან ჩანდა. დრო არცთუ ბევრი ჩებოდა დამთავრებამდე და 18–ქულიანი დეფიციტი აღმოსაფხვრელი იყო. კიეველებს მშველელად მარკოიშვილი და დენის ლუკაშოვი მოევლინენ, რომლებმაც დიდებულად ჩაითამაშეს დარჩენილი დრო და მასპინძლებს გაამარჯვებინეს.
მარკოიშვილმა თითქმის შეუცვლელად – 39 წუთს ითამაშა და 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, 4–დან 2 სამიანი გამოიყენა და 2 საჯარიმოდან არც ერთი არ აუცილებია.
სერიაში ანგარიში თანაბარია და გადამწყვეტ შეხვედრას ფრანგული კლუბი უმასპინძლებს 25 მარტს.
 

მარკოიშვილი “შოლეს” კალათში ბურთს ტენის