17 ივლისი. უნგრეთი. ამხანაგური მატჩი
უნგრეთი 90:82 საქართველო
19:28, 21:13, 17:19, 33:22
უნგრეთი: ვიტმანი (20), ლორანი (20), ჰორვატი (10).
საქართველო: ცინცაძე (7), გრინი (9), მარკოიშვილი (22), მეტრეველი (4), ფაჩულია (14), ცქიტიშვილი (17), ჰოსლი (1), სანიკიძე (4), შერმადინი (2), გამყრელიძე (2).
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 1 ივლისიდან ავსტრიაში, შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე გასულ წელს A–დან B დივიზიონში ჩამონაცვლებული უნგრეთის ნაკრები იყო.
ქართველები მატჩის წინა დღეს ჩავიდნენ უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში და თმაშამდე ორი ვარჯიშის გამართვაც მოასწრეს. იგორ კოკოშკოვისთვის ეს მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რაკი აქ უნდა დაენახა მას ის საკალათბურთო წვრილმან–მსხვილმანი, რაზეც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებამდე მართებს მუშაობა.
შეხვედრის განმავლობაში კოკოშკოვმა ძალიან ბევრი ცვლილება გააკეთა, მოთამაშეებს პოზიციებს უნაცვლებდა, რითც ჩანდა, რომ ის ეძებდა ჩვენი ნაკრებისთვის ოპტიმალურ სათამაშო მოდელს. მატჩის შედეგს იმხელა მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც იმ კომბინაციების სწორედ და ხარისხიანად გათამაშებას, რომლებსაც ჩვენები ავსტრიაში აქამდე ამუშავებდნენ.
საინტერესო იყო ამერიკელების ფაქტორიც. ტორინ გრინმა და ქუინტონ ჰოსლიმ პირველი მატჩი ჩაატარეს საქართველოს ნაკრებშ და მათი ქართველებთან შეთამაშებას ალბათ კიდევ დასჭირდება რამდენიმე მატჩი. ამის რესურსი კი ნამდვილად არის: კოკოშკოვის გუნდი 19 ივლისს სლოვაკეთში თამაშობს, ხოლო 23–25 ივლისს თბილისში კიდევ სამ ნაკრებს დაუპირისპირდება – რუმინეთს, ბელორუსს და უკრაინას.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ქართველები იყვნენ წინ, ხანაც უნგრელები. საწყისი სამი მეოთხედი ქართველებმა მოიგეს, თუმცა ბოლოს უნგრელებმა იძალეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ,
ქართველებს მანუჩრ მარკოიშვილმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულიაც – შესაბამისად 17 და 14 ქულა.
საქართველოს ნაკრები უნგრეთიდან სლოვაკეთში გადავა, ეთამაშება სლოვაკებს და 20 ივლისს თბილისში გამობრუნდება.
უნგრეთი – საქართველოს მატჩის ფოტოგალერეა