მარკოიშვილმა ფინეთში გამარჯვებულ ცსკა-ს 9 ქულა მიაშველა

მარკოიშვილმა ფინეთში გამარჯვებულ ცსკა-ს 9 ქულა მიაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა, რომელიც ვითიბი ლიგას ლიდერობს, ერთ-ერთ აუტსაუდერ „ბაიზონსს“ ფინეთში სეხვდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. მოსკოველებმა ფინური კლუბი საწყის სამ მეოთხედში გააცამტვერეს და ბოლო მეოთხედის 7:23 წაგების მიუხედავად, დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს – 78:63.
მარკოიშვილი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 20 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. მანუჩარმა 4-დან3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მარკოიშვილმა 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. 13-13 ქულით მოსკოველთაგან ბომბადირობა ვიტალი ფრიდზონმა და პაველ კოროპკოვმა გაიყვეს.
15 მოგებითა და 1 მარცხით ცსკა პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩი არმიელებს 25 იანვარს ყაზანში, ვიქტორ სანიკიძის „უნიკსთან“ ელის.