უკრაინული სუპერლიგის ლიდერმა, მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“ ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კიეველებს სტუმრად „ხიმიკთან“ დიდი ბრძოლა გადახდათ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში.
პირველი და მეორე მეოთხედები კიეველებმა, შესაბამისად, 6 და 4 ქულით მოიგეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 39:49. მომდევნო პერიოდებში უკვე მასპინძლებმა იძალეს და მეტოქეს პრობლემებიც შეუქმნეს, მაგრამ საბოლოოდ ის მოახერხეს, რომ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს – 77:82.
მანუჩარ მარკოიშვილმა მოედანზე გატარებულ 33 წუთში და 4 ქულას (4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ამასთან, მან 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ერთხელაც შეცდა.
კიეველები 9 გამარჯვებით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ ჩემპიონატს, მათ უახლოეს მდევარ “აზოვმაშს” ერთი მოგებით ნაკლები აქვს.
მანუჩარ მარკოიშვილი