მარკოიშვილმა “სიენასთან” წაგებულ “კანტუს” ისევ 7 ქულა მიაშველა

მარკოიშვილმა “სიენასთან” წაგებულ “კანტუს” ისევ 7 ქულა მიაშველა

ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩიში 73:100 დამარცხების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ წუხელ მომდევნო შეხვედრა 74:104 წააგო „სიენასთან“ და სერიაში 0:2 ჩამორჩა.
კანტუელთა ქართველმა ლეგიონერმა პირველი მატჩის დარად ამჯერადაც 7 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მარკოიშვილმა წუხელ გაცილებით ცოტა ითამაშა – მხოლოდ 16 წუთი, რისი მიზეზიც 5 პერსონალური ჯარიმის მიღება გახდა. თამაშის 27–ე წუთზე ჩვენიანს მოედნის დატოვება მოუხდა. მანუჩარმა 5–დან 1 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო მიითვალა, რამაც მთლიანობაში 7 ქულა შეადგინა. მარკოიშვილს ამის გარდა თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მოუგროვდა.
თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მარკოიშვილის გუნდს შანსი არც მისცემია, რათა გამარჯვებაზე ეფიქრა. სიენელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და ახლა მათ ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აშორებთ. სერიის მომდევნო 2 მატჩს (თუკი მეორე საჭირო გახდა) „კანტუ“ 5 და 7 ივნისს უმასპინძლებს.
 

სიენელი რომან სატო და მანუჩარ მარკოიშვილი