მარკოიშვილმა ცსკა-ს 8 ქულა ჩაუგდო, მისმა “დარუშაფაკამ” კი 5 ქულით წააგო

მარკოიშვილმა ცსკა-ს 8 ქულა ჩაუგდო, მისმა “დარუშაფაკამ” კი 5 ქულით წააგო

გასულ სეზონში მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, წუხელ კი ამ გუნდის წინააღმდეგ თურქული „დარუშაფაკას“ მაისურით ევროლიგაში მოუწია თამაში. შეხვედრა მე-4 ტურის იყო და ის სტუმრების, არმიელი კალათბურთელების გამარჯვებით – 80:75 დასრულდა.
მარკოიშვილი თურქული გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გტარებულლ 28 წუთში 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
თურქული კლუბის რიგებში საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო 18 ქულით, ცსკა-ს კი მილოშ ტეოდოსიჩმა (22) და ნანდო დე კოლომ (19) ულიდერეს.
ევროლიგის D ჯგუფში “დარუშაფაკას” 1 მოგება და 3 მარცხი აქვს და მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს, თელ ავივში “მაკაბისთან” ჩაატარებს.