მართვე–3 ჩემპიონატიდან მოიხსნა

მართვე–3 ჩემპიონატიდან მოიხსნა

გუშინ კალათბურთის ფედერაციაში „მართვე–3“–ის განცხადება შემოვიდა.
მწვრთნელმა ნიკოლოზ დემეტრაშვილმა თავისი გუნდი 18–წლამდელთა ჩემპიონატიდან
მოხსნა. შესაბამისად, გუნდების რაოდენობაც ერთით შემცირდა.

დემეტრაშვილმა ჩემპიონატისთვის თავის დანებება ფინანსური პრობლემებით
ახსნა. მაშ ასე, „მართვე–3“ შეჯიბრიდან მოხსნილია, ხოლო მის მეტოქეებს,
რომლებთანაც მართველებს დარჩენილ მატჩებში უნდა ეთამაშათ, ტექნიკური მოგება ჩაეთვლებათ.
დემერტაშვილის გუნდი კი დებულებით გათვალისწინებულ სასჯელს მიიღებს ჩემპიონატის
მიტოვებისთვის.