აკადემიის დარბაზმა საინტერესო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს „მართვე–4“ და „ბათუმი“ შეხვდნენ. თამაში თანაბრად დაიწყო და ასე გაგრძელდა მესამე მეოთხედამდე,
სანამ მართველებმა სოლიდურ უპირატესობას არ მიაღწიეს. ალეკო ჩოჩიას აქტიურობის შედეგად ზვიად დიდბარიძის გუნდმა მესამე ათწუთეული 28:12 მოიგო.გადამწყვეტი მეოთხედი მართველებმა 16–ქულაინი უპირატესობით დაიწყეს, თუმც ბათუმელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. ზღვისპირელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს დანაკლისში მყოფებმა გააკეთეს. სტუმრებს ერთი მეორეს მიყოლებით გაუვარდათ ხუთეულის წევრები: გიორგი ამირხანაშვილი, მიხეილ ხალვაში, ნიკა რამიშვილი გიორგი ღვალაძე და როცა მეხუთე პერსონალური ბათუმელთა ლიდერმა ირაკლი მიქელაძემაც მიიღო, ზღვისპირელთა საქმე მოთავდა.მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს და საბოოდ 3 ქულით დამარცხდნენ.ამ მოგებით „მართვე–4“ ლიდერ „51–ე სკოლას“ ქულებით გაუთანაბრდა, თუმც მერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული