მართვეს გამარჯვება რუსთავში

მართვეს გამარჯვება რუსთავში

საინტერესო და დაძაბულ მატჩს უმასპინძლა 17 ივნისს რუსთავმა. ქვემოქართლელებმა აუტსაიდერ „მართვეს“ უმასპინძლეს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა. დავით ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ 2 მატჩი მოეგო, რუსთავში გაიმარჯვა.

 

შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოდგა. მასპინძლებს ვერ უშველა ვატო კვახაძის მიერ ჩაგდებულმა 7-მა სამქულიანმა. „მართვემ“ ბოლო გადამწყვეტი მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 61:59 გაიმარჯვა.

17 ივნისი. რუსთავი

რუსთავი – მართვე 59:61

17:17, 18:15, 7:8, 17:21

რუსთავი: გ. კვახაძე – 21 ქულა, ი. ქოჩიაშვილი – 9 ქულა

მართვე: შ. გორგოძე – 21 ქულა, ნ. ნადარეიშვილი – 17 ქულა