მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციები 2023 წლის All Star-ზე

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციები 2023 წლის All Star-ზე

 2023 წლის ტრადიციული All Star-ის მატჩი, 22 იანვარს რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება და მასში ერთმანეთს ქართველი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. ყველა ვარსკვლავის მატჩის ფარგლებში ასევე გაიმართება კონკურსი 3 ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

2023 წლის All Star-ზე დასასწრებად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და რეგისტრაცია გაიარონ მოცემულ ბმულზე:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf0kOZOmsIIMTKSXdSheOpYByyzMlRxzFVs4flv2gA2MF4kkA/viewform

შეგახსენებთ რომ საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო და გულშემატკივრებს  ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ  superleague.ge/allstar/vote