მემორიალის მეორე დღე: შსს დაწინაურდა

მემორიალის მეორე დღე: შსს დაწინაურდა

დუდუ დადიანის IX მემორიალი. შსს–ს აკადემია. ჯგუფური ეტაპი. 19 ოქტომბერი
 
სტუ-ქუთაისი         62:90
14:14, 16:20, 19:23, 13:33
სტუ: ანთაძე (20ქ, 8მ), ჩიკვილაძე (21ქ), ლომოური (12ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (3ქ), თევზაძე, კობიძე (5ფ), ჯანგველაძე (2ქ), ბერუაშვილი (4ქ, 6მ, 3ჩ, 5ფ), ლაშქარაძე.
ქუთაისი: ცაგარეიშვილი, დიდია (2ქ, 6მ), ბ. ბერიშვილი (15ქ, 7პ, 5ჩ), კვიმსაძე (17ქ, 7მ), ტუკვაძე (5ქ), ბოლქვაძე (12ქ, 6მ), ლომინაშვილი (1ქ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ, 3ჩ), კოღუაშვილი (5ქ, 10მ, 3პ), ქორიძე (17ქ)
მსაჯები: მ. ანდღულაძე, ხ. გაბედავა.
 
შსს-სამედიცინო     89:63
25:18, 20:13, 21:14, 26:18
შსს: დ. ბერიშვილი (3პ, 5ფ), ლაფანაშვილი (3ქ), ლეჟავა (7ქ, 3პ), ნიკოლაძე (12ქ), ი. ბერიშვილი (7ქ, 8მ, 5პ, 4ჩ), კოტონი (17ქ, 4პ), მარკოიშვილი (13ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (4ქ, 7მ), იმნაძე (9ქ, 16მ, 2დ), შერმადინი (13ქ), ტომარაძე (4ქ, 3პ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (9ქ, 3ჩ), ჩაჩიბაია (5ქ, 9მ), ს. ლეჟავა (2ქ), თავართქილაძე (6ქ), ბექაური (12ქ, 8მ), გაბისონია, ნინიაშვილი (13ქ, 9მ), კეიდია (4ქ, 6მ), ჭოჭუა (12ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
 
რუსთავი-აგრარული    61:45
17:13, 4:10, 19:14, 21:8
რუსთავი: ცეკვავა (13ქ), წივწივაძე (15ქ), აბაიშვილი (7ქ), გუგავა, არწივიძე (2ქ), ხმელიძე (2ქ), ტუჯანი (9ქ), ლამუ (13ქ)
აგრარული: ტეტელაშვილი (8ქ), ბააკაშვილი (3ქ), ნანიტაშვილი (2ქ), სიგუა (6ქ), ჩაჩანიძე (7ქ), ხანიაშვილი (5ქ), გემაზაშვილი, ჯავახისვილი (6ქ), მუმლაძე (8ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე
 
დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღეს გათამაშებაში 3 ისეთი გუნდი ჩაერთო, რომლებმაც პირველ დღეს არ ითამაშეს. ამათგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ქუტაისურმა გუნდმა დატოვა, რომელმაც წინა დღეს შსს–ს თან ღირსეულად ნაბრძოლი სტუ ძალიან იოლად – 28 ქულის სხვაობით – 90:62 დაამარცხა.
 
ქუთაისელებში თავი მოიყარეს ძველმა და ახალმა თაობამ, რომლებიც ერთმანეთთან კარგად შეთამაშდნენ და შედეგიც სახეზეა. ძნელია, ითქვას, რომ ქუთათურები მომავალშიც ასე წარმატებით გააგრძელებენ თამაშს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ დღეს იმერულმა კლუბმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.
 
დღის მეორე მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ძალიან გამართულად და პრაგმატულად ითამაშა. აქრჩილ ჟღენტის გუნდმა შანსი არ დაუტოვა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის მყოლ „სამედიცინოს“, რომელიც წინა დღეს თსუ–ს ბოლომდე ებრძოლა და ბოლო წუთზე წააგო.
 
შსს–ში გამოირჩა ამერიკელი ტროი კოტონი, რომელმაც მხოლოდ 17 წუთი ითამაშა და ზუსტად ამდენი ქულა მოაგროვა. არჩილ ჟღენტმა სათამაშო დრო 11 მოთამაშეზე გადაანაწილა, ლადო სუხიშვილის გარდა თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცა და უკლებლივ ყველამ თავისი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. ორი გამარჯვება მხოლოდ შსს–ს აქვს, რომელიც „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდა.
 
„ა“ ჯგუფში „რუსთავი“ აგრარული უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა და თანაბარი 3 მეოთხედის შემდეგ, ბოლო პერიოდში მეტოქე გატეხა და საბოლოოდ 16 ქულით იმარჯვა. რუსთაველთა შორის დებიუტი ჰქონდა კამერუნელ სამუელ ლამუს, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 12 მოხსნა.
 
ხვალ მემორიალზე 3 მატჩი გაიმართება:
 
სტუ – ქუთაისი                              13:00
 
შსს – სამედიცინო                          15:00
 
ენერჯი – სსაუ                                17:00
 
 

სტუ – ქუთაისი
 

სტუ – ქუთაისი. ბურთოთაა ქუთაისელი ბუბა ბერიშვილი
 
 

შსს – სამედიცინო
 

შსს წუთშესვენებაზე
 

შსს–ს ამერიკელი ტროი კოტონი
 

რუსთავი – აგრარული
 

რუსთავი – აგრარული. ბურთით გიორგი ხანიაშვილი
 

რუსთაველთა ახალი კამერუნელი ლეგიონერი: სამუელ ლიმუ