მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი.
მეოთხედფინალი.რუსთავი. 15 იანვარი
შსს 84:68 სამედიცინო–აკადემია
24:15 12:19 20:12 28:22
შსს: ი. ბერიშვილი (9 ქულა, 8 პასი, 4 ჩაჭრა), ნიკოლაძე (22), ლაფანაშვილი (13), მარკოიშვილი (17), სუხიშვილი (20 ქულა, 15 მოხსნა); ფაიქრიძე, კორკოტაძე, შერმადინი (1), ყველაშვილი (2)
სამედ/აკადემია: ბოქოლიშვილი (9), ლომოური (3), თენიეშვილი (18), მუმლაძე (16ქ, 12 მ), ჯავახიშვილი (7); ლეჟავა (12), ღვალაძე, ბექაური (1), ელიაძე, ჭიჭვეიშვილი (2)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ხათუნა გაბედავა
კომისარი: გიორგი სანაძე
თსუ 94:80 დინამო
19:18 31:18 25:23 19:21
თსუ: გაფრინდაშვილი (18), კოხრეიძე (2ქ, 10მ), ლოსაბერიძე (14), მინაშვილი 916), დ. ბარბაქაძე (16ქ, 8მ); კეიდია (2), შანიძე, ივანეიშვილი (3),ზ. დეკანოიძე, ბოლქვაძე, ხიზანიშვილი (8ქ, 8მ), კუჭავა (15)
დინამო: სიგუა (12), ნოზაძე (19), სანაძე (7), ჯანგველაძე (8), ლონდარიძე (23ქ, 15მ); ნანიტაშვილი (3), ეძგვერაძე (2), გემაზაშვილი (4), დ. დეკანოიძე (2)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
სსაუ 90:68 სოხუმი
20:19 16:18 25:18 29:13
სსაუ: წივწივაძე (18ქ, 5პ), გულისაბედაშვილი (12), გ. ბარბაქაძე (10), დიდია (13), ათანელიშვილი (14ქ, 9მ); ჩაჩიბაია (19ქ, 9მ, 4ჩ), გასიტაშვილი, ტყეშელაშვილი, ხანიაშვილი (4), კანდელაკი
სოხუმი: ტეტელაშვილი (2), ბ. ბერიშვილი (21ქ, 7ჩ), კანკია (14), კვეტენაძე (19), გაბელია (3); ტიკიშვილი , არეშიძე, თვარაძე (6), სულაბერიძე (4), გოლეთიანი, როგავა
მსაჯები: მაკა კუპატაძე, მალხაზ ანდღულაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
ენერჯი–ინვესტი 104:34 ჭიათურა
29:8 20:14 29:5 26:7
ენერჯი: ტუღუში (11ქ, 5 პ), არწივიძე (7ქ, 4ჩ), ჭოჭუა (2), ბაბიაშვილი (14), დვალიშვილი (25ქ, 14მ); მაჭავარიანი (5), ცეკვავა (4), ჩაჩანიძე, აბაიშვილი (13), ხმელიძე (12), ბოისა (5ქ, 4 ჩ), პირველაშვილი (6)
ჭიათურა: ფ. გურული (8), ენუქიძე, სვანიძე(6), თავამაიშვილი (6), მეზვრიშვილი (2); ხაჩიური (4), გაბუნია, მჭედლიშვილი (8)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დემურ სადღობელაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
ენერჯი – ჭიათურა
ენერჯი – ჭიათურა
ენერჯი – ჭიათურა
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი დღეს რუსთავში მეოთხედფინალებით დაიწყო. კენჭისყრისას გუნდები სუპერლიგის ცხრილში განლაგების შედეგად განითესნენ და შესაბამისად, ძლიერები შედარებით სუსტებს შეხვდნენ.
ამიტომაც იყო, რომ დღევანდელ მატჩებში საინტერესო და დაძაბული ბრძოლა არ ყოფილა. ყველა ფავორიტმა იოლად გაიმარჯვა, თუმცა მასპინძელებს, ქორქია–საკანდელიძის მემორიალის წინა გამარჯვებულებს ეს ძალიან დაუნდობლად გამოუვიდათ. „ენერჯი–ინვესტმა“ მიმდინარე სეზონში ყველა მატჩის წამგები „ჭიათურა“ 70 ქულით – 104:34 დაამარცხა და ტიტულის დაცვას შეუდგა.
რუსთაველთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ დაშლილი „ავიამშენიდან“ გადასულ ანატოლი ბოისას და გიორგი პირველაშვილს. ყველაზე მეტად კი თავი აკაკი დვალიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 25 ქულას 14 მოხსნაც მოაყოლა.
„ენერჯი–ინვესტი“ ხვალ, 16 იანვარს, 16 საათზე, თსუ–ს შეხვდება, რომელმაც დღეს „დინამოს“ 94:80 მოუგო. სხვებთან შედარებით, ეს ყველაზე დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ეს იმიტომ, რომ საფინალო სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე დინამოელები 8 ქულით მიუახლოვდნენ სტუდენტებს, თორემ მანამდე თსუ დამაჯერებლად ლიდერობდა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასოფლო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან. შსს–მ, რომელსაც მთავარი მწვრთნელი ისევ გამოეცვალა, „სამედიცინო–აკადემიას“ მოუგო. „ძალოვნების“ ახალი დამრიგებელი გახლავთ არჩილ ჟღენტი, რომელიც აქამდე სწორედ დღევანდელი მეტოქის, „სამედიცინო–აკადემიის“ ერთ–ერთი მწვრთნელი იყო.
რაც შეეხება აგრარული უნივერსიტეტის გუნდს, სსაუ–მ მეოთხედფინალში „სოხუმი“ 22 ქულით დაამარცხა. ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს სოხუმელებმა თავიდან გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმი მოუგეს კიდეც – 37:36. თუმცა მესამე მეოთხედში აგრარელებმა მცირე ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც ბოლო ათწუთეულში გვარიანად გაზარდეს და საბოლოოდ დამაჯერებლადაც იმარჯვეს.
მაშ ასე – ხვალ, 16 იანვარს, ეს ნახევარფინალები გაიმართება:
სსაუ – შსს 14:00
ენერჯი – თსუ 16:00
შსს – სამედიცინო/აკადემია
შსს – სამედიცინო/აკადემია
სსაუ – სოხუმი
სსაუ – სოხუმი
თსუ – დინამო
თსუ – დინამო