მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | გრონინგენის დამაჯერებელი გამარჯვება

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | გრონინგენის დამაჯერებელი გამარჯვება

ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ საშინაო არენაზე „ვოლუნტარი“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, 90:71 დაამარცხა.

24 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, 36 წუთი და 27 წამი გაატარა. მერკვილაძემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ ერთხელ იტვირთა და საკუთარი მონაგარი შთამბეჭდავად გამოსახა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

აღსანიშნავია ალექსის წარმოუდგენელი სტაბილურობა: მან ახალი კლუბის შემადგენლობაში უკვე მეშვიდედ ითამაშა და არცერთ მატჩში 12 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია. საინტერესო დამთხვევაა, რომ ამ 7 შემთხვევიდან მეოთხედ, მერკვილაძეს ზუსტად 9 მოხსნა ჰქონდა — ანუ ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა ოთხჯერ დააკლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდური კლუბი ტურნირზე 1 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, ალექს მერკვილაძის გუნდი სტუმრად ხორვატიულ „ალკარს“ ესტუმრება.