მერვედფინალების ტოპ-ხუთეული შენგელიამ გახსნა და ცინცაძემ დახურა

გიორგი ცინცაძემ ლიტვასთან ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში საოცრად ლამაზი პასი გადააწოდა მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც მეპასეს გარჯა ზუსტი ორქულიანით დაუფასა. ეს შეუდარებელი პასი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალების ტოპ-ხუთეულში პირველ ადგილზეა. საუეკეთესო ეპიზოდებს შორის მოხვდა თორნიკე შენგელიას მოხდენილად ჩატენილი ბურთი, რომელმაც მარკოიშვილის პასი ჰაერში მიიღო და ერთი მოძრაობით ლიტველთა კალათში მოათავსა.