მეტრეველის 5 წუთი სერია A-ს სადებიუტო მატჩში

მეტრეველის 5 წუთი სერია A-ს სადებიუტო მატჩში

გასულ უქმეებზე იტალიის სერიას „ა“-ს გათამაშება დაიწყო. აღნიშნულ ჩემპიონატში ქართველები – ნიკა მეტრეველი და ლევან ბაბილოძე ასპარეზობენ. ორივე მათგანი კაპო დ’ორლანდოს ღირსებას იცავს, თუმცა პირველ ტურში ბაბილოძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მეტრეველმა კი 5 წუთი ითამაშა.
ორლანდოელებმა პირველ ტურში კანტუს უმასპინძლეს და 8 ქულის სხვაობით – 73:65 დაამარცხეს. ქართველ ფორვარდს, როგორც ვთქვით, მხოლოდ 5 წუთი მოუწია მოედანზე ყოფნა და ამ მოკლე დროში მან 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, 1 ორქულიანის აცილებაც მოასწრო.
ორლანდოელებს 17 ქულით ლიტველმა სიმას იასაიტისმა ულიდერა, 10-ქულიან ზღვარს კი ნიგერიელი ალექს ორიახი (13) და უნგრელი ზოლტან პერლიც (12) ასცდნენ. მომდევნო ტური 11 ოქტომბერს გაიმართება და ორლანდოელები სტუმრად ვენეციას შეხვდებიან.