მეტრეველის გუნდის მორიგი ბრძოლაში წაგებული მატჩი სერია

მეტრეველის გუნდის მორიგი ბრძოლაში წაგებული მატჩი სერია

ნიკა მეტრეველის „ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ“ იტალიის სერია „ა“-ს მე-10 ტურში დასანანი მარცხი განიცადა. დორლანდოელებმა „“ენელ ბრინდისის“ უმასპინძლეს და ბრძოლაში, ბოლო წამებზე 74:77 წააგეს.
ქაართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 22 წუთით გამოჩნდა. მეტრეველმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა. მის თანაგუნდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ლიტველი სიმას იასაიტისი იყო, ალექს ორიახის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
4 მოგებითა და 6 მარცხით მეტრეველის გუნდი სერია „ა“-ში მე-12 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს „კაპო დ’ორლანდო“ 13 დეკემბერს, სტუმრად „ემპორიო არმანისთან“ გამართავს.