მეტრეველის “როზეტომ” რეგულარული ჩემპიონატი წაგებით დაასრულა

მეტრეველის “როზეტომ” რეგულარული ჩემპიონატი წაგებით დაასრულა

ნიკა მეტრეველის “როზეტომ” იტალიის რანგით მესამე ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ბოლო ტურში როზეტოელები სტუმრად “ფერარას” შეხვდნენ და უიმედოდ – 68:97 წააგეს.
ქართველ ფორვარდმა 9:38 წუთი ითამაშა და 2 ქულ, 2 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ერთადერთი სამიანი კი ააცილა.
“როზეტომ” რეგულარული ჩემპიონატის 28 მატჩიდან 14 მოიგო და ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, როზეტოელები პლეი ოფში ვერ გავიდნენ.