მეტრეველის სასტარტო ხუთეული, ძლეული ლიდერი და 2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე

მეტრეველის სასტარტო ხუთეული, ძლეული ლიდერი და 2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე

ნიკა მეტრეველის ბრწყინვალე მატჩი იტალიის უმაღლეს – სერია „ა“-ში. ქართველი ფორვარდი „დ’ორლანდოს“ სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორლანდოელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ფორვარდის დამსახურება დიდია. ვინ ვინ და მეტრეველის გუნდმა სამი 3 ტურის თავზე წაუგებლად მოლიდერე “რეჯიო ემილია” დაამარცხა – 68:62.
მეტრეველმა თავის გუნდშიზოლტან პერლის (33 წუთი) შემდეგ ყველაზე მეტი – 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ფორვარდს საბოლოოდ 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. იორლანდოელთაგან მეტრეველთან ერთად ალექს ორიახი (11 ქულა, 12 მოხსნა) და სიმას იასაიტისი (16 ქულა) გამოირჩნენ.
მეტრეველი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტო ხუთეულში და კლუბიც წარმატებით ასპარეზობს. „დ’ორლანდოს“ 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 1 ნოემბერს, მეტრეველის გუნდი „ვარეზეს“ უმასპინძლებს.