მიხეილ ბერიშვილის გუნდმა დამატებით დროში იმარჯვა

მიხეილ ბერიშვილის გუნდმა დამატებით დროში იმარჯვა

მიხეილ ბერიშვილის „ზლოტოროგმა“ სლოვენიის ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. საშკოელებმა წარმატებას მარიბორში, ადგილობრივ გუნდთან მიაღწიეს. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა – ბერიშვილის გუნდმა დამატებით დროში – 95:89 იმარჯვა.
ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 9 წუთში 2 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. ბერიშვილმა ერთადერთხელ, წარმატებით შეუტია მარიბორელთა კალათს. საუკეთესო კი საშო ზაგორაცი იყო, რომელმაც 30 ქულა მიითვალა.
4 მოგებითა და 1 მარცხით „ზლატოროგი“ ცხრილში მე-3 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, შინ „კრკას“ ეთამაშება.