მიხეილ ბერიშვილის მოგებ-წაგება და 23 ქულა ავსტრიაში

მიხეილ ბერიშვილის „ზლატოგორმა“ ავსტრიაში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ადგილობრივ გუნდებს მოგებ-წაგებით გაეყარა. ლაშკოელები გასულ პარასკევს ავსტრიულ „სვვანსს გმუნდენს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 77:88 დათმეს.
ბერიშვილმა 10 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ბომბარდირი კი ლაპორნიკი გახდა 19 ქულით. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა იურაკმა. მეორე სპარინგ-მატჩი სლოვენიურმა გუნდმა 20 სექებტემბერს, ავსტრიულსავე „კლოშტენებურგთან“ გამართა, რომელიც 100:89 დაამარცხა. ბერიშვილმა ამ მატჩში 13 ქულა დააგროვა და შედეგიანობით მხოლოდ 18 ქულის მიმთვლელ იურაკს ჩამორჩა.
ლაშკოელებმა დაასრულეს ავსტრიული შეკრება, მორიგ სპარინგ-მატჩს კი 23 სექტემბერს იტალიურ „ვენეციასთან“ გამართავენ.