მიხეილ ბერიშვილის სასტარტო ხუთეული და მორიგი გამარჯვება სლოვენიის უმაღლეს ლიგაში

მიხეილ ბერიშვილის სასტარტო ხუთეული და მორიგი გამარჯვება სლოვენიის უმაღლეს ლიგაში

მეორე ტური და მიხეილ ბერიშვილის გუნდის მეორე გამარჯვება სლოვენიის ჩემპიონატში. „ზლოტოროგმა“ ლაშკოში „პორტოროჟს“ უმასპინძლა და 77:68 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაშიც თავისი წვლილიც შეიტანა.
ბერიშვილმა მოედანზე მთლიანობაში 21:41 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 7 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. ბერიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური მიიღო.
გამარჯვებულთაგან თავი საშო საგრაცმა და იგორ ტრატნიკმა გამოიჩინეს. პირველმა 19 ქულა დააგროვა, მეორემ კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მორიგ მატჩს ლაშკოელები 25 ოქტომბერს, სტუმრად „ცენტურთან“ გამართავენ.