მიხეილ გაბრიჩიძე და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაწესებულებაში ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ

მიხეილ გაბრიჩიძე და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაწესებულებაში ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.სპორტულ ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზამბახიძე ესწრებოდნენ. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები, მაისურები და შორტები გადასცეს.

კახი კახიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილსა და სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები, პურის საცხობი, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერებინა.
კახი კახიშვილი: „N16 პენიტენციურ დაწესებულებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღევანდელი ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას.”ტარიელ ხეჩიკაშვილი: „მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, სპორტული აქტოვობებით დაკავდნენ. მოხარული ვარ, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ვითანამშრომლოთ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და სპორტული აქტივობები ერთად განვახორციელოთ.”
სპორტული ღონისძიება სასჯელაღსურლებისა  და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
 მიხეილ გაბრიჩიძე: მოხარული ვარ, რომ მატჩზე დასწრების საშუალება მოგვეცა. აქ ძალიან კარგი პირობებია კალათბურთში სავარჯიშოდ და არამარტო: აქ ყველაფერია იმისათვის, რომ დაისვენონ, ისწავლონ, იშრომონ, ასევე ეზიარონ სხვადასხვა მეცნიერებას. სასიამოვნო იყო პატიმრებთან საუბარი, მათ გავაცანით ქართული კალათბურთის მიღწევები. ძალიან კარგი კონტაქტი შედგა. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, გაკვირვებული დავრჩი მათი მომზადების დონით. გვიხარია, რომ ასეთი შეხვედრებით და თამაშებით ხელს ვუწყობთ მათ რესოციალიზაციას.