საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია: ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მონტენეგრო, სლოვაკეთი და ალბანეთი. გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ კენჭისყრას დაესწრო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა. მიუნხენიდან კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ
– შესარჩევ ეტაპზე ისეთი სისტემაა, რომ ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. მოგეხსენებათ, ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით ჯგუფების გამარჯვებულები გადიან, ხოლო მეორე ადგილიდან ევრობასკეტზე მხოლოდ 4 საუკეთესო მოხვდება. ამიტომ, წაფორხილების საშუალება არ გვაქვს, საჭიროა, ყველა მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯოთ და რაც შეიძლება, დიდი სხვაობით გავიმარჯვოთ. შეიძლებოდა, შედარებით სუსტ, ან ძლიერ ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით.
– ეხლა საჭიროა, კარგად დავგეგმოთ მოსამზადებელლი ეტაპი და რაც მთავარია, მოთამაშეები მზადყოფნაში შეხვდნენ საკვალიფიკაციო მატჩებს. იმედი მაქვს, ტრავმიანობა არ იქნება და აგვისტოს ბოლოდან საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებულად ჩავერთვებით.
– მონტენეგროს გასულ წლებში ჩავარდნა ჰქონდა, რაც ამ ქვეყნის წამყვანი მოთამაშეების ნაკრებში არყოფნით იყო გამოწვეული. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ძლიერი კალათბურთელი შეკრიბონ და ევრობასკეტზე მოხვდნენ.
– დღეს გაიმართა ასევე ასაკობრივი ნაკრებებიs და გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრების კენჭისყრა. როგორც იცით, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში თბილისი ფიბა-ევროპის ტურნირს მასპინძლობს. 8-13 ივლისს საქართველოში ჩამოვა 6 უცხოური ნაკრები და საკმაოდ დიდი გამოწვევა გველის. იმით, რომ ფიბა-ევროპამ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, იმის ნიშანია, რომ თუკი ამ ტურნირს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, მომავალში უფრო სოლიდური შეჯიბრებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა.