“ენერჯი ინვესტმა” “მაკაბი” გაანადგურა
ენერჯი ინვესტი – მაკაბი 122:7633:21, 30:27, 26:14, 33:14ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (27 ქ. 2 მ. 2 ჩ), სტეფანოვი (22 ქ. 9 მ. 2 ჩ), ჭოჭუა (18 ქ. 5 პ. 4 მ. 2 დ), დიდია (12 ქ. 7 მ. 4 პ. 3 ჩ), გოგობერიშვილი (8 ქ), ბოისა (8 ქ. 5 მ. 2 ჩ).მაკაბი: გ. შერმადინი (22 ქ. 9 მ. 3 დ. 2 პ), ს. შერმადინი (16 ქ. 6 მ), ვაშაკიძე (14 ქ. 2 მ. 2 პ), სორდია (6 ქ. 4 მ. 3 პ).
“ენერჯი ინვესტი” აღნიშნული მემორიალის მოქმედი ჩემპიონია და წლევანდელი ტურნირიც გამარჯვებული გუნდისა და მთავარი ფავორიტის შესაბამისი გამოსვლით დაიწყო.მასპინძლებმა 45 სამქულიანიდან 20 გამოიყენეს და სწორედ ამის ხარჯზე აჯობეს მეტოქეს, ვისთანაც წლევანდელი სეზონის გახსნითი მატჩი დათმეს. ბესიკ ლეჟავამ შეხვედრა 6 ზუსტი შორეული ტყორცნით დაასრულა. ასევე გამოიჩინეს თავი რუსთაველთა ახალგაზრდებმა, აკაკი დვალიშვილმა და ზურაბ მაჭავარიანმა. პირველმა, 4 წუთში 7 ქულა დააგროვა, ხოლო მაჭავარიანის ანგარიშზე კი ამავე დროში 3 ქულა და 2 მოხსნა იყო.რაც შეეხება “მაკაბის” გუნდის ლიდერი და კაპიტანი, გიორგი შერმადინი მესამე მეოთხედის შეუაში მეხუთე პერსონალური შენიშვნით გავარდა და მატჩის დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა. შერმადინის ანგარიშზე 12-დან 10 ზუსტი საჯარიმო ტყორცნა იყო.
დინამო – თსუ 74:8324:26, 17:17, 21:24, 12:16დინამო: ჟღენტი (23 ქ. 2 ჩ), ახალკაცი (15 ქ. 12 მ. 1 ჩ), ლაფანაშვილი (14 ქ. 8 მ. 5 პ. 2 ჩ), მაისურაძე (12 ქ. 5 მ. 3 პ. 2 ჩ), გულისაბედაშვილი (10 ქ. 8 მ. 2 პ).თსუ: დ. ბარბაქაძე (22 ქ. 15 მ. 2 პ. 2 დ), ჩიტაშვილი (13 ქ. 10 პ. 5 მ. 4 ჩ. 2 დ), ფანჩულიძე (13 ქ. 3 მ. 2 დ), კეიდია (12 ქ. 8 მ), Yველაშვილი (10 ქ. 7 მ. 2 ჩ).
ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” ძალიან არაზუსტად შეასრულა თამაშიდან სროლები და საბოლოოდ, საშუალო ტყორცნების მხოლოდ 28 (49/14), ხოლო სამქულიანების კი 32 (28/9) პროცენტი გამოიყენა, რაც წაგების მტავარი მიზეზი გახდა. მესამე მეოთხედში “დინამომ” საწყისი წუთები აშკარა უპირატესობით ჩაატარა და ჩამორჩენის მერე 49:43 დაწინაურდა, თუმცა მერე და მერე ათამაშდა მიხეილ ჩიტაშვილი, რომელმაც დაცვაშიც გამოიჩინა თავი და შეტევების ორგანიზების დროსაც – თსუ-ს ფლეიმეიქერის ანგარიშზე მორიგი ორმაგი დუბლი იყო, თუმცა მან თამაშიდან სროლების დიდი ნაწილი (15/10) გააფუჭა.წარმატებული დებიუტი ჰქონდა თსუ-ს შემადგენლობაში “თბილავიამშენის” ყოფილ წევრს, ფორვარდ დავით ბარბაქაძეს, რომელმაც ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი და შეტევაში 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო თამაშიდან კი 12/7 სროლა გამოიყენა. თსუ-მ მატჩი 21 შეცდომით დაასრულა, თუმცა მისმა მეტოქემ ისევ და ისევ უამრავი ნაჩქარევი სროლის გამო მატჩი ვერ მოიგო.