თბილავიამშენმა დინამო უპრობლემოდ დაამარცხა
A ჯგუფი
თბილავიამშენი – დინამო 105:7430:19, 20:13, 25:18, 30:24თბილავიამშენი: ნიკოლაძე (19 ქ. 3 მ. 2 ჩ), ხოშტარია (19 ქ. 3 მ), ბერაია (18 ქ. 6 მ. 3 პ), როდუმტა (13 ქ. 10 მ), ნინიაშვილი (11 ქ. 3 მ. 2 პ), ტუღუში (9 ქ. 8 მ. 7 პ), მათიაშვილი (4 ქ. 11 მ. 2 ჩ).დინამო: ლაფანაშვილი (22 ქ. 6 მ. 3 პ), გულისაბედაშვილი (14 ქ. 5 მ. 2 პ), ჟღენტი (11 ქ. 3 პ), ახალკაცი (9 ქ. 4 მ), დ. მაისურაძე (8 ქ. 3 მ).
“თბილავიამშენის” რიგებში კარგი დებიუტი ჰქონდა თსუ-ს ყოფილ წევრს, ცენტრს რიჩარდ მათიაშვილს, რომელამც მართალია მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში და 11 მოხსნა მხოლოდ 22 წუთში დააგროვა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა თამაშის საშუალება ყველას მისცა, ხოლო ცენტრმა ვლადიმერ სუხიშვილმა კი მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა. “დინამომ” ამჯერადაც ძალიან ცუდად შეასრულა სროლები, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გულისაბედაშვილმა 21 სროლიდან მხოლოდ 5 გამოიყენა.
1. ენერჯი ინვესტი 1:0 2 ქულა2. ვითა 1:0 23. მაკაბი 0:2 2
B ჯგუფი
ვითა – მაკაბი 86:8322:26, 24:21, 19:18, 21:18ვითა: მარკოიშვილი (21 ქ. 4 ჩ. 3 მ. 2 პ), გვიმრაძე (16 ქ), მარხვაშვილი (15 ქ. 4 პ. 2 ჩ), ბერძენიშვილი (13 ქ. 3 მ. 2 ჩ), ბ. ბერიშვილი (12 ქ. 2 ჩ), მ. ბერიშვილი (1 ქ. 8 პ. 7 მ. 3 ჩ. 2 დ).მაკაბი: გ. შერმადინი (42 ქ. 19 მ. 4 პ), ი. ბერიშვილი (9 ქ. 5 პ), ს. შერმადინი (8 ქ. 4 მ), ვაშაკიძე (8 ქ. 3 მ. 2 პ), კორკოტაძე (8 ქ. 5 მ).
“მაკაბი” ძირითადის დასრულებამდე 1 წუთითა და 50 წამით ადრე 7 ქულას იგებდა, მაგრამ გუნდის ლიდერმა, ცენტრმა გიორგი შერმადინმა მეხუტე პერსონალუი შენიშვნით მოედანი დატოვა და დარჩენილ დროში ზურაბ ტომარაძის “ვითამ” მცირე სასწაული მოახდინა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.“ვითას” შემადგენლობაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გიორგი მარკოიშვილმა ჩაატარა, რომელმაც 11 სამქულიანიდან 5 გამოიყენა, ხოლო გიორგი შერმადინმა კი 16 საჯარიმო ტყორცნიდამ მხოლოდ ოთხის გამოყენება ვერ მოახერხა.
1. თბილავიამშენი 1:0 2 ქულა2. თსუ 1:0 23. დინამო 0:2 2